გაცნობებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველში“ ორგანიზებით და მხარდაჭრით საქართველოს რეზიდენტი IT კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებაში „Web Summit 2023“. კონკურსში მონაწილიეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ექსპორტიორთა პლატფორმაზე www.tradewithgeorgia.com და შემდგომ შეავსოთ კონკურსის განაცხადი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების კუთხით პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
დასაშვებობის კრიტერიუმი |
დამადასტურებელი დოკუმენტაცია |
საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი;
|
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან |
საქართველოს ან საერთაშორისო ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება IT სფეროში;
|
შესაბამისი დოკუმენტი |
საერთაშორისო პროექტების განხორციელების გამოცდილება
|
გაფორმებული კონტრაქტ(ებ)ი |
დასაქმებულთა რაოდენობა: არანაკლებ 50 |
ინფორმაცია განაცემთა შესახებ (შემოსავლების სამსახური) |
ამასთან, პირმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად და მკაფიოდ აღწერს თუ რა სარგებელს მოუტანს ღონისძიებაში მონაწილეობა კომპანიას და რამდენად გაზრდის მის საექსპორტო პოტენციალს ან/და რა სარგებელს მოუტანს კომპანიის მონაწილეობა ქვეყანას IT სექტორის განთვითარების, ცნობადობის ზრდის და ამავე სფეროში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
მონაწილე კომპანიების რაოდენობა: 6
გამარჯვებულ კომპანიებს გადაცემათ სივრცე საქართველოს სტენდზე და მონაწოლეობის 3 ბილეთი.
კომპანიას, რომელიც ვერ მოხვდება შერჩეულთა სიაში, შეიძლება ასევე გადაეცეს Web Summit ზე დასასწრები 3 ბილეთი კომპანიის სურვილის და სააგენტოს მხრიდან საკითხის შესაბამისი შესწავლის შესაბამისად.
გთხოვთ განაცხადი შეავსეთ 6 ოქტომბრის შუადღის 12:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს.