VIV MEA 2025 წარმოადგენს ცხოველის საკვების და ვეტერინარიის სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 10 000 ვიზიტორი და ჰყავს 500-ზე მეტი მონაწილე (ე.წ. Exhibitor).
საერთაშორისო გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.