VIV MEA 2023 წარმოადგენს ვეტერინარიის და ცხოველის კომბინირებული საკვების ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 40 000 ვიზიტორი და ჰყავს 1000-მდე მონაწილე (ე.წ. Exhibitor). საერთაშორისო გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.
სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ვეტერინარიულ და ცხოველის კომბინირებული საკვების მწარმოებელ კომპანიებს.