Home Events ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა


Categories:
  • Fashion, Apparel & Leather
    • Bags
    • Clothes
    • Shoes
    • Accessories
    • Leather
    • Jewelry
  • Other Industries
    • Toys
    • Veterinary medicine & Food/feed additives
    • Packaging Materials
    • Furniture

City: ყველა
Registratiom period
Start: 07 Apr 2022 10:00:00
End: 01 Jun 2022 23:55:00

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

ტექნიკური დახმარების კომპონენტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქტების და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და პროდუქტების იდენტიფიცირებას, საქართველოს მასშტაბით დასაქმების ადგილების შექმნას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ბრენდინგი / რებრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვის კომპონენტი გულისხმობს პროექტს, რომელიც შედგება მომსახურების შემდეგი ელემენტ(ებ)ისგან:

- ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოიცავს ბრენდის ელემენტების შექმნას (ვიზუალიზაცია – სახელი, ლოგო, ბრენდბუქი, კორპორატიული ფერები, ფონტები. ბრენდის გზავნილის შექმნა – სლოგანის მეშვეობით) მოცემული ელემენტებიდან მინიმუმ სამის გათვალისწინებით;

- რებრენდინგი (ვიზუალიზაცია – სახელი, ლოგო, ბრენდბუქი, კორპორატიული ფერები, ფონტები. ბრენდის გზავნილის შექმნა– სლოგანის მეშვეობით) მოცემული ელემენტებიდან მინიმუმ სამის გათვალისწინებით;

- პროდუქციის შეფუთვა ბრენდბუქის შესაბამისად;

ტექნიკური დახმარების ბრენდინგის კომპონენტით შეიძლება ისარგებლონ IV კატეგორიის საწარმოებმა, რომლებიც საქმიანობენ შემდეგი მიმართულებით: ბმული;

აპლიკაციის შევსებისთვის პირი რეგისტრირებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის პროფილი გამოქვეყნებული (published) უნდა იყოს აღნიშნულ პლატფორმაზე. ქვემოთ იხილეთ ბმული (სარეგისტრაციო ვიდეო სახელმძღვანელო)

http://tradewithgeorgia.com/Exporters-Guide

მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ბრენდინგის მომსახურება მიიღოს მხოლოდ ადგილობრივი მომსახურების გამწევისგან, რომელიც ოპერირებს ბრენდინგის სფეროში, კერძოდ მისი საქმიანობა დასტურდება შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის კოდით და წინა პერიოდში შესრულებული სამუშაოს ანგარიშით (პორტფოლიო).კომპანიის მიერ შერჩეული მომსახურების მომწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • განმცხადებელი უნდა იყოს რეზიდენტი იურიდიული პირი;
  • იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს ბრენდ პლატფორმის და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ვიზუალური იდენტობის შექმნის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • განხორცილებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 პროექტი ბრენდ პლატფორმის და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნის მიმართულებით;
  • პირი რეგისტრირირებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com

პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

აუდიტის დასკვნა იმის შესახებ, რომ მის მიერ მომსახურების შესყიდვისთვის წარმოდგენილი შეთავაზება საბაზრო ფასის შესაბამისია;

სამი სხვადასხვა შეთავაზება, სადაც მის მიერ შერჩეული მომსახურების ფასი არ აღემატება ხსენებული სამი შეთავაზების საშუალო ფასის 120 პროცენტს;

ბენეფიციარი ვალდებულია სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში წარმოადგინოს ჩაბარებული პროექტი მატერიალური ან/და ელექტრონული სახით.

მომსახურების სახე

მომსახურებით მოსარგებლე უფლებამოსილი პირი

სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება

ბენეფიციარის პროცენტული თანამონაწილეობა

ბრენდინგი/პროდუქტის შეფუთვა

IV ზომითი კატეგორიის საწარმო

IV კატეგორია - 90 %

IV კატეგორია - 10%

სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა, ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვის მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს არაუმეტეს 20 000 ლარი.

სააგენტო აანაზღაურებს სრულ ღირებულებას თანამონაწილეობის თანხის გამოკლებით.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი იმერეთში, გურიაში, კახეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტს მოეთხოვება წარმოადგინოს პროექტის მიზნობრიობის დასაბუთება, რომელმაც მათ შორის უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • რატომ სჭირდება ბრენდინგი
  • რამდენად მზადაა კომპანია ბრენდინგის განსახორციელებლად
  • რა პროდუქციას აწარმოებს
  • როგორ შეეწყობა ხელი საექსპორტო პოტენციალის ზრდას

პროექტის მიზნობრიობის დასაბუთებაში სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600-ს.

ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა


კატეგორიები:
  • საფეიქრო ინდუსტრია
    • ჩანთები
    • ტანსაცმელი
    • ფეხსაცმელი
    • აქსესუარები
    • ტყავი და ტყავის პროდუქტები
    • ძვირფასეულობა და სამკაულები
  • სხვა ინდუსტრიები
    • სათამაშოები
    • ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები
    • შესაფუთი მასალები
    • ავეჯი

ქალაქი: ყველა

სარეპორტო პერიოდი:
დაწყება: 07 Apr 2022 10:00:00
დასრულება: 01 Jun 2022 23:55:00

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

ტექნიკური დახმარების კომპონენტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზ

Product preparation
Logistics
Trade Agreements
Obtain Financing
Exhibition Calendar

Statistics

Exporters Guide

Online Training

Online Chat
×