“Spielwarenmesse 2023”-ზე მონაწილეობის მიზანია ქართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებსა და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.
საქართველოსთვის გამოფენაზე გამოყოფილია 70 კვადრატული მეტრი სივრცე, სადაც 7 კომპანია შეირჩევა მონაწილეობის მისაღებად.