მიმდინარე წელს საქართველოს Sial Paris-ზე ჯამში გამოყოფილის აქვს 310 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე; 230 ე.წ. ქვეყნის პავილიონში (National Pavillions and Regions of the World), ხოლო 80 კვ.მ. სასმელი პროდუქტების (Beverage) პავილიონში. "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში სულ მონაწილეობას მიიღებს 28 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
შენიშვნა: რეიტინგული სიის შედგენისას, თუ გამარჯვებულთა სიაში სასმელი პროდუქტების მწარმოებელთა რიცხვი აღემატება რვას, მაშინ ლატარიის ( შერჩევის შემთხვევითობის მეთოდი) პრინციპით განაწილდებიან კომპანიები ქვეყნის (National Pavillions and Regions of the World ) და სასმელი პროდუქტების (Beverage) პავილიონებში. სხვა შემთხვევაში აღნიშული სექტორის წარმომადგენლები ავტომატურად განთავსდებიან სასმელი პროდუქტების (Beverage) პავილიონში.
თუ გამარჯვებულთა სიაში 20 ზე მეტი კომპანია წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტების სექტორიდან, მაშინ რეიტინგული სიის გათვალისწინებით, ყველაზე დაბალი ქულის მქონე კომპანიები ჩანაცვლდებიან ყველაზე მაღალი ქულის მქონე, მომლოდინეთა სიაში მყოფი სასმელი პროდუქტების კომპანიებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ადგილების რაოდენობა ქვეყნის პავილიონში: 20
ადგილების რაოდენობა სასმელი პროდუქტების პავილიონში: 8
აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე-კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)
მეოთხე კატეგორიის კომპანიის მხრიდან სავარაუდო თანამონაწილეობის თანხის დიაპაზონი შეადგენს 1300-1500 ევროს, ხოლო მესამე კატეგორიის შემთხვევაში 2600-3000 ევროს (!)