საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ სტუმრობს 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი (ბაიერი) და პრესის წარმომადგენელი. ღონისძიებაში, ე.წ. ეგზიბიტორის სახით მონაწილეობა ნებადართულია მხოლოდ დიზაინერებისთვის, რომლებიც მიღებულნი არიან მათთვის სასურველ შოურუმებში. გთხოვთ იხილოთ ქვეყნების ჩამონათვალი: საფრანგეთი(პარიზი), იტალია(მილანი), დიდი ბრიტანეთი(ლონდონი), ჩინეთი(შანხაი).
"აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში სულ მონაწილეობას მიიღებს 8 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
შენიშვნა:
სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი კომპანიების რაოდენობა: 8
კონკურსის ფარგლებში აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი, მისთვის სასურველი შოურუმი (!)
აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე -კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)