Power and Electricity World Africa 2022 არის ელექტრონული მოწყობილობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა, რომელიც ტარდება 2022 წლის 23-24 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში.
ეს არის აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საერთაშორისო გამოფენა, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა აფრიკის კონტინენტზე. გამოფენას ყოველწლიურად სტუმრობს 6000-ზე მეტი ვიზიტორი.
ამ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 5 ქართული კომპანია.