საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME წარმოადგენს ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. გამოფენა ტრადიციულად იმართება ნიუ-იორკში, პარიზსა და შანხაიში. ბოლო წლების განმავლობაში გამოფენის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წლის სეზონზე პარიზში ჩატარებულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 400-ზე მეტი ბრენდი, მათ შორის ბევრი ახალი კომპანიაც. ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 7200-მდე ადამიანი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ 69 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და აშშ-დან.
მიმდინარე წელს შერჩეულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ფიზიკურ გამოფენაში.
კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.
შენიშვნა: გამარჯვებული კომპანიების რაოდენობა-10.