Pitti Immagine Bimbo არის ბავშვის ტანსაცმლის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა, რომელიც ტრადიციულად ტარდება იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში. გამოფენას ყოველწლიურად სტუმრობს 10 000 ვიზიტორი და მონაწილეობას იღებს 500-მდე საერთაშორისო ბრენდი. Pitti Immagine Bimbo იზიდავს მსხვილ ბრენდებსა და მულტინაციონალურ ვიზიტორებს.
2021 წელს გამოფენის ზაფხულ- შემოდგომის სეზონი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ღონისძიება დაიწყება 2021 წლის 10 ივნისს და გაგრძელდება 10 სექტემბრამდე.
კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.
შენიშვნა: სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი კომპანიების რაოდენობა: 5