MICAM და MIPEL MILANO-ს ღონისძიება მსოფლიო ტყავისა და ტყავის შემცვლელი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. 2022 წელს გამოფენა ჩატარდება 18-20 სექტემბრის ჩათვლით, იტალიაში, კერძოდ მილანში. მისამართი: Via Alberto Riva Villasanta, 3, 20145 Milano
MICAM-ის სივრცე განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებიც ძირითადად აწარმოებენ ტყავის ფეცსაცმელს, შესაძლებელია მცირე რაოდენობით ტყავის სხვა ნაწარმის გამოფენაც.
MIPEL-ის სივრცეში განთავსებული იქნებიან კომპანიები, რომლებიც ძირითადად მუშაობენ ჩანთებზე, შესაძლებელი იქნება ტყავის სხვა ნაწარმის გამოფენაც.
გამოფენაზე ელოდებიან 1500-ზე მეტ გამომფენს და 45 000-ზე მეტ საერთაშორისო ბაიერს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.
კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.
შენიშვნა: გამარჯვებული კომპანიების რაოდენობა-6.