Interpack 2023 წარმოადგენს შესაფუთი მასალების სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 170 000 ვიზიტორი და ჰყავს 3000-მდე მონაწილე (ე.წ. Exhibitor). საერთაშორისო გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.
სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს.
საქართველოსთვის გამოფენაზე გამოყოფილია 61 კვ.მ. სივრცე. კონკურსის პირობებში, გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 6 კომპანია.
საქართველოს პავილიონი განთავსებულია Hall 7.2 E37