მიმდინარე წელს საქართველოს Food Ingredients Europe-ზე გამოყოფილი აქვს 60 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე. "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში სულ მონაწილეობას მიიღებს 7 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
ადგილების რაოდენობა: 7
აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე-კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)
მეოთხე კატეგორიის კომპანიის მხრიდან სავარაუდო თანამონაწილეობის თანხის დიაპაზონი შეადგენს 1200-1400 ევროს, ხოლო მესამე კატეგორიის შემთხვევაში 2500-2800 ევროს (!)