სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა IFE London წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას აღნიშნულ სექტორში დიდ ბრიტანეთში. გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ სტუმრობს 25000 პროფესიონალი შემსყიდველი და 1500 გამომფენი.
მიმდინარე წელს საქართველოს IFE-ზე გამოყოფილი აქვს 108 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე საერთაშორისო პავილიონში.
"აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 11 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე-კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)
მეოთხე კატეგორიის კომპანიის მხრიდან სავარაუდო თანამონაწილეობის თანხის დიაპაზონი შეადგენს 1100-1200 ფუნტ სტერლინგს, ხოლო მესამე კატეგორიის შემთხვევაში 2200-2300 ფუნტ სტერლინგს (!)