საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ სტუმრობს 100 000-მდე კომპანია, 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსიყიდველი (ბაიერი) და პრესის წარმომადგენელი. ღონისძიებაში, ე.წ. ეგზიბიტორის სახით მონაწილეობა ნებადართულია მხოლოდ დიზაინერებისთვის, რომლებიც მიღებულნი არიან მათთვის სასურველ შოურუმებში.
კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
შენიშვნა:
კონკურსის ფარგლებში აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი, მისთვის სასურველი შოურუმი (!)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო შოურუმების თანმდევ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევაში, კომპანიას პარალელურად არ დაუფინანსდება Who's Next შოურუმში მონაწილეობა (!)
აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე -კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)
აღნიშნული ქოლის ფარგლებში გამარჯებულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს თანადაფინანსება მიმდინარე წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში (!)