Fachpack 2025 წარმოადგენს შესაფუთი მასალების სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 40 000 ვიზიტორი და ჰყავს 2000-მდე მონაწილე (ე.წ. Exhibitor). საერთაშორისო გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.
სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს.
საქართველოს სტენდისთვის გამოფენაზე გამოყოფილია 60 კვ.მ. სივრცე პავილიონში Hall 3, სტენდის ნომერი Hall 3-336.