Fachpack 2024 წარმოადგენს შესაფუთი მასალების სექტორის ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოფენას, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 40 000 ვიზიტორი და ჰყავს 2000-მდე მონაწილე (ე.წ. Exhibitor). საერთაშორისო გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.
სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს.
საქართველოსთვის გამოფენაზე გამოყოფილია 92 კვ.მ. სივრცე პავილიონში Hall 3A, სტენდის ნომერი Hall 3A-330.
თანადაფინანსების სქემა განისაზღვრება საწარმოს ზომითი კატეგორიის შესაბამისად, ქვევით მოცემული სქემის მიხედვით:
საწარმოს კატეგორია |
სააგენტოს საწყისი პროცენტული თანადაფინანსება |
ბენეფიციარის საწყისი პროცენტული თანამონაწილეობა |
პირველი კატეგორიის საწარმო |
60% |
40% (არაუმეტეს 5400 ევრო) |
მეორე კატეგორიის საწარმო |
70% |
30% (არაუმეტეს 4050 ევრო) |
მესამე კატეგორიის საწარმო |
80% |
20% (არაუმეტეს 2700 ევრო) |
მეოთხე კატეგორიის საწარმო |
90% |
10% (არაუმეტეს 1350 ევრო) |