FachPack 2022 არის შესაფუთი მასალების სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 30 000 ვიზიტორი და ჰყავს 1500-მდე მონაწილე. ეს არის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.
სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს.
საქართველოსთვის გამოფენაზე გამოყოფილია 60 კვ.მ. სივრცე და ამ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 7 კომპანია.