ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ჩატარება მიზნად ისახავს ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ექსპორტიორი/ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, კერძო სექტორის საექსპორტო პოტენციალის და კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარების ხელშეწყობას;
პროგრამა ხორციელდება ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან პარტნიორობით და იგი მოიცავს 14 მოდულს.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა პროგრამის წარმატებით გავლის სერტიფიკატი.
კურსის ჩატარება იგეგმება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის თბილისში განხორციელების შემთხვევაში, მსმენელის თანამონაწილეობა ერთ კვალიფიციურ აპლიკანტზე შეადგენს 250 ლარს, ხოლო რეგიონებში - 150 ლარს.
კონკრეტულ ქალაქში არასაკმარისი მომართვიანობის შემთხვევაში, კურსი არ შედგება.