ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ჩატარება მიზნად ისახავს: ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას/გადამზადებას, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარებას.
სასერტიფიკატო კურსი მოიცავს 14 ლექციას და იგი ჩატარდება ქალაქ თბილისსა და ბათუმში აპრილი-ივნისის პერიოდში.
სასერტიფიკატო კურსის ბათუმში დასარეგისტრირებლად, გადადით ლინკზე: https://forms.gle/yVAsSnSG2w7SD3xP9