ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ხორციელდება ტენდერით შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (უსდ) ერთად. აღნიშნული კურსი დაფინანსდება "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში" (Leadership For Sustainable Development in Georgia) პროექტის მიერ, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კურსი შედგება 15 ექსპორტზე ორიენტირებული მოდულისგან: ინკოტერმსის, საქონლის წარმოშობის, ხარსიხის ინფრასტრუქტურის, პროდუქტის შეფუთვისა და საერთაშორისო გაყიდვების ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ კურსის გავლის შედეგად არაერთ ექსპორტიორ კომპანიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საექსპორტო ოპერაციები, გაიზარდა ექსპორტი და მოხდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.
შენიშვნა: ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსისთვის კანდიდატის ნომინირება ხდება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის მიერ. უშუალოდ ფიზიკურ პირს / დაქირავებულს, ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, არ შეუძლია განაცხადის გაკეთება.
კურსის საფასური თითოეულ მსმენელზე შეადგენს ფიქსირებულ 150 ლარს.