თანხმობა პროგრამის პირობებზე
პოტენციური ბენეფიციარი განაცხადის წარდგენისას თანხმობას აცხადებს შემდეგზე:
-
- განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია.
- გაცნობილია ვებ გვერდზე https://tradewithgeorgia.com/ გამოქვეყნებულ - პროგრამის პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებს და მოთხოვნებს და პროგრამაში მონაწილეობის ეტაპებს.
- გაეროს განვითარების პროგრამა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან და/ან სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
- ბენეფიციარი გამოხატავს თანხმობას მასზედ, რომ გაეროს განვითარების პროგრამამ კანონმდებლობით დადგენილი წესით პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მხრიდან საკრედიტო ვალდებულებების კეთილსინდისიერად მომსახურების დადგენის მიზნით, შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს მოიძიოს, მიიღოს და/ან დაამუშავოს ბენეფიციარის შესახებ სს “კრედიტინფო საქართველო“-ს ბაზაში არსებული ინფორმაცია.
- იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით და/ან მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, პროგრამა იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება და მოახდინოს განმცხადებლის დისკვალიფიკაცია.
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით გაეროს განვითარების პროგრამას მიადგება მატერიალური და/ან არამატერიალური, პირდაპირი და/ან არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით.
- გაეროს განვითარების პროგრამა არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან და/ან სააგენტოში განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე.
- განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის და/ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნას, როგორც გაეროს განვითარების პროგრამის რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
- გაეროს განვითარების პროგრამა არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ/არაპირდაპირ შედეგებზე.
- გაეროს განვითარების პროგრამა არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.