APLF-ის ღონისძიება მსოფლიო ტყავისა და ტყავის შემცვლელი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. 2022 წელს გამოფენას უმასპინძლებს დუბაი. შერჩეული ლოკაცია გამოირჩევა საერთაშორისო ღონისძიებებისა და ვიზიტორების სიმრავლით. გარდა ამისა, 2022 წლის მარტის ბოლომდე დუბაიში მიმდინარეობს დუბაი ექსპო, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ვიზიტორების ნაკადს.
გამოფენაზე ელოდებიან 500- ზე მეტ გამომფენს. ამასთან ერთად, იქნებიან ტყავის მასალის მომწოდებლებიც და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა მონახონ სანდო და სერტიფიცირებული მასალის მომწოდებლები.
გამოფენა გაიმართება 2022 წლის 30 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით, Dubai World Trade Center-ში.
კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.
შენიშვნა: გამარჯვებული კომპანიების რაოდენობა-5.