სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას აღნიშნულ სექტორში, რომელიც ტრადიციულად იმართება ქ. კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გამოფენას საშუალოდ სტუმრობს 165000 ვიზიტორი და 7400 გამომფენი. “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ორგანიზებით საქართველო რიგით მე-4-ჯერ იღებს მონაწილეობას.
მიმდინარე წელს საქართველოს Anuga-ზე გამოყოფილი აქვს 50 კვმ სივრცე სასმელი პროდუქტების პავილიონში (Hall 08.1). "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით აღნიშნულ პავილიონში მონაწილეობას მიიღებს 5 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
ადგილების რაოდენობა სასმელი პროდუქტების პავილიონში: 5
აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე-კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)