სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას აღნიშნულ სექტორში, რომელიც ტრადიციულად იმართება ქ. კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გამოფენას საშუალოდ სტუმრობს 165000 ვიზიტორი და 7000-მდე გამომფენი. “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ორგანიზებით საქართველო რიგით მე-5-ჯერ იღებს მონაწილეობას.
მიმდინარე წელს საქართველოს Anuga-ზე გამოყოფილი აქვს 93 კვ.მ. სივრცე სასმელი პროდუქტების პავილიონში (Hall 08.1). "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით აღნიშნულ პავილიონში მონაწილეობას მიიღებს 7 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
ადგილების რაოდენობა სასმელი პროდუქტების პავილიონში: 7
აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე-კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)
მეოთხე კატეგორიის კომპანიის მხრიდან თანამონაწილეობის თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1350 ევროს, ხოლო მესამე კატეგორიის შემთხვევაში 2700 ევროს (!) პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებისთვის გაიზრდება შესაბამისი პროპორციით.