AgroExpo Uzbekistan 2022 არის აგრარული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა ცენტრალურ აზიაში, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 10 000-მდე ვიზიტორი და ჰყავს 500-მდე მონაწილე. ეს არის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა ცენტრალურ აზიაში.
სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ცხოველისა და ფრინველის კომბინირებული საკვების მწარმოებელ კომპანიებს.
საქართველოსთვის გამოფენაზე გამოყოფილია 54 კვ.მ. სივრცე და ამ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 5 კომპანია.