"Summer Fancy Food Show" წარმოადგენს საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ტარდება ნიუ-იორკში, აშშ. გამოფენაში მონაწილეობას იღებს ასობით გამომფენი (ე.წ. Exhiibitor"). ვიზიტორების კუთხით გამოფენას სტუმრობს მხოლოდ ორგანიზატორის მიერ ვერიფიცირებული შემსყიდველი.
მიმდინარე წელს საქართველოს ხსენებულ გამოფენაზე გამოყოფილი აქვს 149 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე საერთაშორისო პავილიონში.
"აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 16 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.
მეოთხე კატეგორიის კომპანიის თანამონაწილეობის თანხა შეადგენს არაუმეტეს 1300 აშშ დოლარს, მესამე კატეგორიის - 2600 აშშ დოლარს, მეორე კატეგორიის - 3900 აშშ დოლარს, ხოლო პირველი კატეგორიის - 5200 აშშ დოლარს (!)