Home Events საერთაშორისო ქსელში შესვლა - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

საერთაშორისო ქსელში შესვლა - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა


Categories:
  • Food & Beverage
    • Fresh Fruits and vegetables
    • Hazelnuts Products
    • Processed Fruits and Vegetables
    • Fruits and Vegetable Juices
    • Spring and mineral water
    • Lemonade
    • Tea
    • Alcoholic beverages
    • Cheese
    • Meat and Meat Products
    • Bakery and Confectionery Products
    • Sea Products
    • Honey
    • Herbs and Spices
    • Cereals
    • Oils
    • Energy drink
    • Coffee
    • Dairy products other than cheese
    • Walnuts
    • Almond
  • Fashion, Apparel & Leather
    • Bags
    • Clothes
    • Shoes
    • Accessories
    • Leather
    • Jewelry
  • Other Industries
    • Toys
    • Veterinary medicine & Food/feed additives
    • Packaging Materials
    • Furniture

City: ყველა
Country: Georgia
Registratiom period
Start: 07 Apr 2022 10:00:00
End: 10 May 2022 18:00:00

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

ტექნიკური დახმარების კომპონენტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქტების და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და პროდუქტების იდენტიფიცირებას, საქართველოს მასშტაბით დასაქმების ადგილების შექმნას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

  • საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების კომპონენტი გულისხმობს საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას, რაც მოიცავს ე.წ. Entry cost (იგივე Entrance fee) - ის ან იგივე შინაარსის მქონე საფასურის დაფინანსებას, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში შემდეგ სამიზნე ბაზრებზე: სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია;
  • ამ პროგრამის მიზნებისთვის საერთაშორისო სავაჭრო ქსელი არის ისეთი სავაჭრო ობიექტი, რომელიც ოპერირებს მინიმუმ 3 ქვეყანაში ან/და ერთ ქვეყანაში უფიქსირდება 50-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი. აღნიშნული დასტურდება შესაბამისი სავაჭრო ქსელის ოფიციალურ ბლანკზე დაწერილი წერილით ან/და ოფიციალური საიტის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია ქსელის სავაჭრო რუკა.
  • მეწარმე სუბიექტი ვალდებულია განაცხადის შემოტანის ეტაპზე წარმოადგინოს საერთაშორისო სავაჭრო ქსელის ან შუამავალი დისტრიბუტორის შეთავაზება (offer) ბენეფიციარი კომპანიის ქსელში შესვლის შესაძლებლობის თაობაზე.
  • კომპონენტით შეიძლება ისარგებლონ III და IV კატეგორიის საწარმოებმა, რომლებიც საქმიანობენ შემდეგი მიმართულებით: ბმული
  • პირი რეგისტრირირებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის პროფილი გამოქვეყნებული (published) უნდა იყოს აღნიშნულ პლატფორმაზე. ქვემოთ იხილეთ ბმული (სარეგისტრაციო ვიდეო სახელმძღვანელო)

    http://tradewithgeorgia.com/Exporters-Guide

  • ბენეფიციარი ვალდებულია სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში წარმოადგინოს აღნიშნულ ქსელში პროდუქციის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

თანადაფინანსების მექანიზმი:

მომსახურების სახე

მომსახურებით მოსარგებლე უფლებამოსილი პირი

სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება

ბენეფიციარის პროცენტული თანამონაწილეობა

საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება

IV და III ზომითი კატეგორია საწარმო

IV კატეგორია - 90%

III კატეგორია - 80%

IV კატეგორია - 10 %

III კატეგორია - 20%

სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა, საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს არაუმეტეს 10 000 ევროს ექვივალენტს შესაბამის ვალუტაში.

სააგენტოს მოერ თანადაფინანსება განხორცილედება რეტრო ბონუსის, ე.წ. „ქეშ-ბექი“-ს პრინციპით, რაც გულისხმობს სრულად გადახდილი თანხიდან თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას ზემოთმოცემული ცხრილის შესაბამისად.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი იმერეთში, გურიაში, კახეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტს მოეთხოვება წარმოადგინოს პროექტის მიზნობრიობის დასაბუთება, რომელმაც მათ შორის უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • რამდენად მზადაა კომპანია საერთაშორისო ქსელში შესასვლელად
  • რა პროდუქციას აწარმოებს
  • როგორ შეეწყობა ხელი საექსპორტო პოტენციალის ზრდას
  • მოლოდინები საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით

პროექტის მიზნობრიობის დასაბუთებაში სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600-ს.

Product preparation
Logistics
Trade Agreements
Obtain Financing
International Exhibitions

Statistics

Exporters Guide

Online Training

Online Chat
×