Home Events სერტიფიცირება - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

სერტიფიცირება - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა


Categories:
  • Fashion, Apparel & Leather
    • Bags
    • Clothes
    • Shoes
    • Accessories
    • Leather
    • Jewelry
  • Other Industries
    • Toys
    • Veterinary medicine & Food/feed additives
    • Packaging Materials
    • Furniture

City: ყველა
Country: Georgia
Registratiom period
Start: 07 Apr 2022 10:00:00
End: 31 May 2022 18:00:00

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

ტექნიკური დახმარების კომპონენტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქტების და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და პროდუქტების იდენტიფიცირებას, საქართველოს მასშტაბით დასაქმების ადგილების შექმნას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება საერთაშორისო სტანდარტ(ებ)ით გულისხმობს საწარმოში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის აღების გზით ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას/სერტიფიკატის აღებას აუცილებელი წესით წინ უნდა უსწრებდეს საწარმოს აუდიტი, რომელიც ხსენებული კომპონენტის განუყოფელი ნაწილია.

პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

აუდიტის დასკვნა იმის შესახებ, რომ მის მიერ მომსახურების შესყიდვისთვის წარმოდგენილი შეთავაზება საბაზრო ფასის შესაბამისია;

სამი სხვადასხვა შეთავაზება, სადაც მის მიერ შერჩეული მომსახურების ფასი არ აღემატება ხსენებული სამი შეთავაზების საშუალო ფასის 120 პროცენტს;

კომპონენტით შეიძლება ისარგებლონ III და IV კატეგორიის საწარმოებმა, რომლებიც საქმიანობენ შემდეგი მიმართულებით: ბმული.

აპლიკაციის შესავსებად პირი რეგისტრირირებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის პროფილი გამოქვეყნებული (published) უნდა იყოს აღნიშნულ პლატფორმაზე. ქვემოთ იხილეთ ბმული (სარეგისტრაციო ვიდეო სახელმძღვანელო)

http://tradewithgeorgia.com/Exporters-Guide

ბენეფიციარი ვალდებულია სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6+6 თვის ვადაში წარმოადგინოს აღნიშნული სერთიფიკატი/ლიცენზია.

აღნიშნული ბმულის გათვალისწინებული საქმიანობების ფარგლებში, კომპანიას შეუძლია მოიპოვოს შემდეგი ტიპის ლიცენზია/სერტიფიკატი ან სხვა რელევანტური:

ა) ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტყავის და ტყავის ნაწარმის ინდუტრიის სფეროში მოღვაწე პირებისთვის:

  • BSCI სოციალური შესაბამისობის სტანდარტის დანერგვა;
  • Oeko tex (სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ტექსტილი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს და არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში);
  • GOTS (ორგანული ქსოვილების გადამუშავების სტანდარტი);
  • ISO 9001
  • ISO 14001
  • სხვა რელევანტური

ბ) სათამაშოების მიმართულებით:

  • ლაბორატორიული კვლევა EN 71-ის სტანდარტების მიხედვით;
  • CE მარკირების მიღების მიზნით, პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება;
  • სათამაშოების წარმოების პროცესში ISO 8124 სტანდარტის დანერგვა;
  • ISO 9001
  • სხვა რელევანტური

გ) მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის მიმართულებით:

  • GMP;
  • ISO 9001
  • ISO 22000
  • სხვა რელევანტური

დ) შესაფუთი მასალები:

  • ISO 9001;
  • ISO 22000
  • სხვა რელევანტური

თანადაფინანსების მექანიზმი:

მომსახურების სახე

მომსახურებით მოსარგებლე უფლებამოსილი პირი

სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება

ბენეფიციარის პროცენტული თანამონაწილეობა

პროდუქტის ლიცენზირება / სერტიფიცირება

IV და III ზომითი კატეგორია საწარმო

IV კატეგორია - 90%

III კატეგორია - 80%

IV კატეგორია - 10 %

III კატეგორია - 20%

სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა, პროდუქტის ლიცენზირების / სერტიფიცირების მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს არაუმეტეს 10 000 ევროს ექვივალენტს შესაბამის ვალუტაში.

სააგენტოს მოერ თანადაფინანსება განხორცილედება რეტრო ბონუსის, ე.წ. „ქეშ-ბექი“-ს პრინციპით, რაც გულისხმობს სრულად გადახდილი თანხიდან თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას ზემოთმოცემული ცხრილის შესაბამისად.

ტექნიკური დახმარების კომპონენტი იმერეთში, გურიაში, კახეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტს მოეთხოვება წარმოადგინოს პროექტის მიზნობრიობის დასაბუთება, რომელმაც მათ შორის უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • რატომ სჭირდება სტანდარტის დანერგვა
  • რამდენად მზადაა სტანდარტის მისაღებად
  • რა პროდუქციას აწარმოებს
  • როგორ შეეწყობა ხელი საექსპორტო პოტენციალის ზრდას

პროექტის მიზნობრიობის დასაბუთებაში სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600-ს.


Register
Product preparation
Logistics
Trade Agreements
Obtain Financing
International Exhibitions

Statistics

Exporters Guide

Online Training

Online Chat
×