Home Events GULFOOD

GULFOOD


Categories:
  • Food & Beverage
    • Fresh Fruits and vegetables
    • Nuts Products
    • Processed Fruits and Vegetables
    • Fruits and Vegetable Juices
    • Spring and mineral water
    • Lemonade
    • Tea
    • Alcoholic beverages
    • Cheese
    • Live Animals
    • Meat and Meat Products
    • Bakery and Confectionery Products
    • Sea Products
    • Honey
    • Herbs and Spices
    • Cereals
    • Oils
    • Energy drink
    • Coffee
    • Dairy products other than cheese

City: DUBAI
Country: United Arab Emirates
Registratiom period
Start: 12 Dec 2020 17:00:00
End: 30 Dec 2020 23:00:00

სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა GULFOOD წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას აღნიშნულ სექტორში, რომელიც ტრადიციულად იმართება დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გამოფენას ყოველწლიურად საშუალოდ სტუმრობს 92000 ვიზიტორი და 5000 გამომფენი. ღონისძიებაში, ე.წ. ეგზიბიტორის სახით მონაწილეობა ნებადართულია თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებლისთვის გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიისა.

მიმდინარე წელს საქართველოს GULFOOD-ზე ჯამში გამოყოფილის აქვს 133 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე; 114 ე.წ. ქვეყნის პავილიონში (WTC Arena), ხოლო 19 სასმელი პროდუქტების (Beverage) პავილიონში. "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში სულ მონაწილეობას მიიღებს 14 კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

შენიშვნა: რეიტინგული სიის შედგენისას, თუ გამარჯვებულთა სიაში სასმელი პროდუქტების მწარმოებელთა რიცხვი აღემატება ორს, მაშინ ლატარიის ( შერჩევის შემთხვევითობის მეთოდი) პრინციპით განაწილდებიან კომპანიები ქვეყნის (national - wtc arena) და სასმელი პროდუქტების (Beverage) პავილიონებში. სხვა შემთხვევაში აღნიშული სექტორის წარმომადგენლები ავტომატურად განთავსდებიან სასმელი პროდუქტების (Beverage) პავილიონში.

თუ გამარჯვებულთა სიაში 12 ზე მეტი კომპანია წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტების სექტორიდან, მაშინ რეიტინგული სიის გათვალისწინებით, ყველაზე დაბალი ქულის მქონე კომპანიები ჩანაცვლდებიან ყველაზე მაღალი ქულის მქონე, მომლოდინეთა სიაში მყოფი სასმელი პროდუქტების კომპანიებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ადგილების რაოდენობა ქვეყნის პავილიონში: 12

ადგილების რაოდენობა სასმელი პროდუქტების პავილიონში: 2

აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე-კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი (!)

Product preparation
Logistics
Trade Agreements
Obtain Financing
International Exhibitions

Statistics

Exporters Guide

Online Training

Online Chat
×